როგორ შეინარჩუნა ნინო ძოწენიძემ მყარი ოჯახი

როგორ შეინარჩუნა ნინო ძოწენიძემ მყარი ოჯახი,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მომღერალ ნინო ძოწენიძისთვის, ისევე, როგორც შოუბიზნესის სხვა წევრებისთვის, პანდემიამ ყველაფერი შეცვალა, შემოქმედებაში დიდი პაუზა გააჩინა. საყოველთაო კოვიდრეგულაციებმა მომღერალი და მისი პროდიუსერი ქმარი, მუსიკოსი გიგა კუხიანიძე, შეიძლება ითქვას, შემოსავლის გარეშე დატოვა. ნინო ,,სარკეს” უამბო:

– გიგა კიდევ ახერხებდა რაღაცებს, რამდენიმე მომღერალთან მაინც შეძლო სტუდიური მუშაობა.მგონია, ბევრი რამ გადაჭარბებულია ამ პანდემიის პერიოდში. ადამიანები მასობრივად დაშინებულები არიან იმიტომ, რომ შეშინებული ადამიანების მართვა ბევრად ადვილია. არასწორად მიმაჩნია, რომ კორონას შიშით ყველანი დავსხდეთ სახლებში და ჩვენი საქმეები არ ვაკეთოთ. ბანკის თანამშრომელი ხომ დადის სამსახურში, ჩვენ, მომღერლებს, რატომ არ უნდა გვქონდეს ამის უფლება?

– კიდევ რა დასკვნები გაგაკეთებინათ ამ წელიწადნახევარმა?

– ძალიან ბევრი. თურმე რა დიდი ბედნიერება ყოფილა, როდესაც თავისუფალი ცხოვრების საშუალება გვქონდა. პირადად მე ძალიან დავაფასე თავისუფლება.

– პანდემიის გამო ალბათ უფრო მეტად ჩაერთეთ შვილის ცხოვრებაში.

– ჩემი შვილი უკვე 17 წლის არის. ახლა ის საკუთარი მომავლის ძიების პროცესშია. მე კი ახლაც ვსწავლობ დედობას იმიტომ, რომ ყველა ასაკში შვილს თავისებური მიდგომა სჭირდება. იმის გამო, რომ ჩემი პირველი შვილია, დედაშვილობას ერთად ვსწავლობთ.

– სტაბილური ოჯახები უფრო და უფრო იშვიათი ხდება. თქვენ როგორ მოახერხეთ, ორმა ხელოვანმა, რომ ლამის უკვე 20 წელია, ერთად ხართ?

– ყოველთვის მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება და მეგობრობა. ყველანაირი ურთიერთობა, დედაშვილობა გინდა თუ ცოლქმრობა, ურთიერთგაგებაზე უნდა იყოს დამყარებული.

მე ყოველთვის ვახერხებდი იმას, რომ ოჯახსა და საქმეს შორის იდეალური ბალანსი ყოფილიყო. მუსიკალური კუთხით უფრო ვჩხუბობთ.როგორც მუსიკოსი, გიგა ჩემთვის ავტორიტეტია, მაგრამ რაღაცებში მაინც ვეკამათები. ჩვენი შემოქმედებითი კამათი არასოდეს გადმოგვაქვს ოჯახურ ურთიერთობებში.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”