რევაზ ბოჭორიშვილი იაგო ფრანგიშვილს: ,,ეს ანტიბიოტიკი არ წარმოადგენს კოვიდის სამკურნალო საშუალებას!”

რევაზ ბოჭორიშვილი იაგო ფრანგიშვილს: ,,ეს ანტიბიოტიკი არ წარმოადგენს კოვიდის სამკურნალო საშუალებას!"მთელი დღეა, სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ექიმის, იაგო ფრანგიშვილის ფეისბუქპოსტი ვრცელდება, სადაც კოვიდის დროს კონკრეტული ანტიბიოტიკის გამოყენებაზე წერს. მისი ეს პოსტი განსაკუთრებით აიტაცეს ანტივაქსერებმა და აქტიურად აზიარებენ.

საფრანგეთში მცხოვრები ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი თავის კოლეგას ფეისბუქით პასუხობს:

,,დაუშვებელია ფეისბუქით (და სერთოდ ნეტით) წამლების, თანაც სრულიად უვარგისის, რეკლამირება, რაღაც დოზებისა და სქემების მოწოდება.
ხოლო, როდესაც ყველა ჯურის ანტივაქსერი, მათ შორის მოფაშისტო არარაობა შენი დამცველი და თანამოაზრეა, მინიმუმ უნდა დაფიქრდე.
,,აზიტრომიცინი არ წარმოადგენს კოვიდ-19-ის ეფექტური მკურნალობას“
https://www.cochrane.org/…/HAEMATOL_are-antibiotics… გარკვევით წერია მტკიცებულებითი მედიცინის ყველაზე ავტორიტეტულ წყაროში!
თუ ინგლისური გაუგებარია, რუსულადაცაა იქვე”.

იაგო ფრანგიშვილი თავის პოსტში წერს:

,,კორონას დროს ანტიბიოტიკი აციტრომიცინი 500 მილიგრამი დღეში ერთხელ და მინიმუმ 6 დღე არაა მხოლოდ მაშინ ინდიცირებული, თუკი კოვიდიანს აქვს ინფექციური გართულება, არამედ ინიშნება ადრე, როცა გაქვს სიცხე 38-ზე მაღალი და ხველა, ან სიცხე, რომელიც მიუხედავად პარაცეტამოლისა, მაინც არის. აქ მოცდა და ლოდინი არაა კარგი…”.