ქეთა თოფურია: ,,მამაჩემი მკვლელი არ ყოფილა!”

ქეთა თოფურია: ,,მამაჩემი მკვლელი არ ყოფილა!"რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერალმა, ქეთა თოფურიამ ბლო­გერ ნა­დეჟ­და სტრე­ლეცთან მამაზე, ანდრო თოფურიაზე ისაუბრა, რო­მე­ლიც ე.წ. კანონიერი ქურდი იყო და რამ­დე­ნი­მე წლის წინ ცი­ხე­ში გარდაიცვალა.

-ის სუ­პერ მამა იყო. 90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვცხოვ­რობ­დით, მამა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი იყო. მა­შინ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ქუ­ჩებ­ში წეს­რიგს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი ამ­ყა­რებ­დნენ. იმ წლებ­ში მამა წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო, ეს მა­შინ­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ავად­მყო­ფო­ბა იყო. შემ­დეგ მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მამა მოს­კოვ­ში გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ის და­ა­კა­ვეს და ცი­ხე­ში ინ­სულ­ტით და­ი­ღუ­პა.

არ არის მარ­თა­ლი, რომ ის მკვლე­ლი იყო. მო­ზარ­დო­ბი­სას ეზო­ში ჩხუ­ბი მოხ­და, მა­შინ 17-19 წლის იქ­ნე­ბო­და. ჩხუ­ბის დროს ერთი ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა. სხვე­ბი გა­იქ­ცნენ და მამა დარ­ჩა. ამის გამო და­ა­კა­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ დამ­ნა­შა­ვე არ იყო, – ამბობს ქეთა თოფურია (ამბები.ჯი).

ქეთას დედამ, ნატა ბუცხრიკიძემ ,,სარკესთან” თავის ოჯახზე ისაუბრა და შვილის მამაზე თქვა, რომ ის უამრავ ადამიანს დაეხმარა.