,,ფრანგი ექიმები გაოცებულები არიან ქართველ ბავშვებში სიმსივნის გავრცელების მასშტაბით” – გიორგი ტიგინაშვილი

,,ფრანგი ექიმები გაოცებულები არიან ქართველ ბავშვებში სიმსივნის გავრცელების მასშტაბით" - გიორგი ტიგინაშვილითეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი იმ შემაშფოთებელ სიტუაციაზე წერს, რითაც ფრანგი ექიმებიც გაკვირვებულები არიან.

,,ქალაქ მეცში ქართველი ექიმი გავიცანი, რომელმაც საქართველოდან საფრანგეთში სამკურნალოდ ჩამოსულთა სტატისტიკაზე მომიყვა. როგორც ირკვევა, დაავადებულთა უმრავლესობა, საუბედუროდ, ონკოპაციენტია და სიმსივნეს ებრძვის.

თურმე ფრანგი მედიკოსები განსაკუთრებით გაკვირვებულები არიან ამ სნებოვნების ბავშვებში გავრცელების ესოდენ ფართო მასშტაბით. მათი აზრით,  ეს ყოველივე შესაძლოა გამოწვეული იყოს სურსათის ხარისხის უკონტროლობით, ანუ გენმოდიფიცირებული, პესტიციდებითა და ხელოვნური სტიმულატორებით გაჟღენთილი პროდუქციის მოხმარებით და დაბინძურებული თუ რადიაქტიული ეკოლოგიით.

განმაპირობებელ ფაქტორთა შორის შემდეგ მოდის სტრესი და ნევროზული გარემო, რაც ნამდვილად არ აკლია ჩვენ სამშობლოს.

მოკლედ, ყველა სიკეთესთან ერთად საფრანგეთში ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი საკვების (Bio) წარმოებას უდიდესი პრიორიტეტი ენიჭება, რის გამოც მოზარდი ახალგაზრდობა ბევრად უფრო დაცული და ჯანმრთელია.

ამასთან, უმეტეს ქალაქში (საბოლოოდ კი სრულიად საფრანგეთში) უახლოეს მომავალში იგეგმება დიზელისსაწვავიანი ავტომობილების აკრძალვა.
გული მტკივა, როცა შედარებას ვახდენ, თუ როგორ ზრუნავენ აქ საკუთარ მოქალაქეებზე, ხოლო როგორ უპატრონოდ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა კორუფციაში მობიბინე ხელისუფლების მხრიდან!” – დაწერა გიორგი ტიგინაშვილმა.