ნინო ჯღარკავა: ,,რომელ მინისტრსაც დავეჯახე, ყველა სახლშია! პრემიერო, ყველა ნაგავი ჩარეცხე ამ წელს”

ნინო ჯღარკავა: ,,რომელ მინისტრსაც დავეჯახე, ყველა სახლშია! პრემიერო, ყველა ნაგავი ჩარეცხე ამ წელს"ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური მხარდამჭერია, სოციალური ქსელით მმართველ გუნდში მიმდინარე ცვლიბებს ეხმაურება და წერს:

,,ისე იცოდეთ, ტყუილად და საჩემოდ არავის ვერჩი. მე თუ რომელიმე მინისტრს, პრემიერს ან ჩინოვნიკს ,,დავარტყამ”, ის განწირულია უკვე და მოსახსნელია. გადახედეთ წარსულს, ვისაც დავეჯახე, ყველა სახლშია. კი, ბევრი ნერვიულობის და ჩემი ლანძღვა-გინების ფონზე ხდება ეს, მაგრამ საბოლოდ მე ვიმარჯვებ და მერე ყველა ხვდება, რომ მართალი ვიყავი, ამიტომ სანამ ურემი გადაბრუნდება, მანამდე დამიჯერეთ!..

ირაკლი ღარიბაშვილი, შენ ხარ ყველაზე მაგარი კაცი! არავის დარდი არ გამაყოლო ახალ წელს, ყველა ნაგავი ჩარეცხე ამ წელს”, – წერს ნინო ჯღარკავა.

მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპარტამენტების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოს სხდომაზე წარედგინება.

,,უი, უი, გახარიას და მეზვრიშვილის დაქალი, ლონდა თოლორაია ფაფუუ. იძახეთ ახლა ტრი, ტრი. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება”, – წერს ნინო ჯღარკავა.