ნატო გოგელია: ,,ამაზე ამორალური და ამაზრზენი არაფერი მინახავს!”

ნატო გოგელია: ,,ამაზე ამორალური და ამაზრზენი არაფერი მინახავს!"ჟურნალისტი ნატო გოგელია ოზურგეთის საკრებულოში გამართულ სხდომაზე წერს, სადაც ,,ოცნების” დეპუაუტმა ოპოზიციონერ კოლეგას შეურაცხყოფა მიაყენა.
,,შენს შვილს ჰკითხე… რატომ გააქციე შენი შვილი შენი სახლიდან. ყოველგვარ ზღვარს გადასული კაცი ხარ”, – ასე მიმართა დეპუტატმა ქალმა კოლეგას.
,,ასეთი ამორალური და ამაზრზენი არაფერი მინახავს. ასე როგორ უნდა მოგშალოს თანამდებობის შენარჩუნების წყურვილმა, რომ ეს იკადრო, ნორმალურ ქვეყანაში ასეთ დეპუტატს არც ერთი საკრებულო არ გააჩერებდა!
რა მორალი, რის მორალი!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო – თქვენს მაგივრად მე შემრცხვა! არც ერთს ხმა არ ამოგიღიათ, როცა თქვენი კოლეგა, ოპოზიციონერი კოლეგის ოჯახურ მდგომარეობას განიხილავდა საკრებულოს სხდომაზე! ამაზე მეტი დაცემა არ ვიცი! ” – დაწერა ნატო გოგელიამ.