ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,სრული ხელფასი ამ არხზე ერთხელ ავიღეთ”

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,სრული ხელფასი ამ არხზე ერთხელ ავიღეთ"ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ,,მთავარი არხის” გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება და წერს:

,,ტელეკომპანია ,,მთავარს” პირველი დღიდან აქვს ფინანსური პრობლემები. სრული ხელფასი ამ არხზე, მგონი, ერთხელ ავიღეთ, მეოთხედები იცოცხლე, ბევრჯერ. რავი, თამბაქოს საწყობიდან რომ გავდიოდით ეთერში, ყველა ხედავდა და ჩვენ ძლიერ მხარედ ჩვენივე პატარა ისტორიის მაგ ეპიზოდს ვთვლი. როცა მართლა ნულიდან დავიწყეთ და დღეს უკვე ფინანსურად და ტექნიკურად ყველაზე ძლიერ სამთავრობო არხს, ,,იმედსაც” ვუგებთ ხშირად.
,,პოსტ ტვ” გვირეკავს დილიდან – იიი, ხელფასები არ გაქვთ. ამას კითხულობს არხი, სადაც შავი ფული კონვერტებით რიგდება და ამას რომ თავი დავანებოთ,  მიშას მოპარული მილიონებით ფინანსდებიანო, აქამდე ამტკიცებდნენ.
უფულოები კი არა, სულ რომ გავითიშოთ, მთავარი მაინც ეს არხი იქნება”.