ნანიკო ხაზარაძე: ,,პენსიონერს რომ უნიშნავ 340 ლარის წამლებს… ყველას არ ჰყავს შვილი”

ნანიკო ხაზარაძე: ,,პენსიონერს რომ უნიშნავ 340 ლარის წამლებს... ყველას არ ჰყავს შვილი"ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ფეისბუქპოსტში წერს პრობლემაზე, რომელიც საქართველოში უამრავ ადამიანს ეხება და ძალიან მტკივნეული თემაა.
,,როდესაც პენსიონერს უნიშნავ წამლებს, რომლებიც მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით, უნდა ირბინო, გაოფლიანდე დაიღალო და დახარჯო 340 ლარი. ექიმებო, ყველა პენსიონერს არ ჰყავს შვილი, თავად უწევს ჯერ ფულის და მერე წამლის მოპოვება. იქნებ ჯენერიკ მედიკამენტები მაინც გამოუწეროთ, რომლებიც უფრო იაფია და არ მოითხოვს მარათონს”.