,,მარიამი ცოცხალი იყო, მაგრამ მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა” – მას მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა

,,მარიამი ცოცხალი იყო, მაგრამ მისი ამოყვანა ვერ მოხერხდა'' - მას მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა21 დეკემბერს საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მდინარე წყალწითელაში ავტომობილი გადავარდა და ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა – მარიამ ზვიადაძე და გიორგი ორმოცაძე. გიორგი დედისერთა იყო, 18 წლის, მარიამს კი მეორე დღეს დაბადების დღე ჰქონდა, 19 წლის ხდებოდა.

,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში სულ 5 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან სამი ავარიას უმნიშვნელო დაზიანებებით გადაურჩნენ.

-ერთ მათგანს მეუღლე ჰყავდა ორსულად. მუცელი რომ ასტკივდა, მოაკითხა მეგობარმა და წაიყვანა რამდენიმე ახალგაზრდა. მეზობლები და კარგი მეგობრები იყვნენ. სამშობიაროდან რომ მოდიოდნენ, მაგ დროს გადავარდნენ ხიდიდან. მძღოლი იყო ნასვამი, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია.
მარიამ ზვიადაძე 22 დეკემბერს გახდებოდა 19 წლის… ავარიისას ის ცოცხალი იყო, მანქანაში ჰქონდა ხელი მოყოლილი, ამიტომ ვერ მოხდა დროულად მისი გამოყვანა, რის შედეგადაც დაიღუპა. გარდაცვლილი ბიჭი კი 18 წლის იყო. დედისერთა, ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში, – აცხადებს შემთხვევის ერთ-ერთი თვითმხილველი.

იმერეთინფო