მაია დარსმელიძე: ,,მთელი წელი მკურნალობაში გავატარე”

მაია დარსმელიძე: ,,მთელი წელი მკურნალობაში გავატარე"მომღერალი მაია დარსმელიძე წერს, რომ მთელი წელი ავადმყოფობდა, ამიტომ ეკრანზე არ ჩნდებოდა.

,,მთელი წელი გადაცემებშიც არ მივლია და თითქმის ყოველდღე სხვადასხვა არხის სხვადასხვა ჟურნალისტს ერთად ან ცალ-ცალკე ვუხსნიდი, რომ წარმოუდგენელი ალერგია მაქვს და ვერც ერთ ეთერში ვერ მივიდოდი, რადგან არ მინდოდა, ალერგიისგან გადახლეჩილი და დასიებული თვალებით ვინმეს ცისფერი ეკრანიდან ვეხილე.
ზოგს სწყინდა, ზოგს კი ზუსტად ესმოდა ჩემი. გულწრფელად მიხაროდა, რომ, მიუხედავად ჩემი ეკრანზე პასიურობისა, მოთხოვნაშიც ვიყავი და ტელეფონსაც მიფეთქებდნენ, მარა… მთელი წელი მკურნალობაში და ექსპერიმენტებში გავატარე…
კვლავ ფრიად ანალიტიკური წელი მქონდა. ფიქრის, კითხვის და საკუთარ თავზე მუშაობის დროც – ბლოოოოომად. წელსაც არ გავკონფორმისტდი,
წელსაც არ მიღალატია საკუთარი პრინციპებისთვის. ფასეულობებიც, პრიორიტეტებიც იგივე დარჩა. ნიღბების ჩამოხევის ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გავმართე, დაიყარა საკაიფოდ და კმაყოფილი ვარ. ბევრი სიყვარულიც დავაგროვე, უამრავი. გვერდში ისევ ის ადამიანები დამრჩა, ვისშიც არასდროს ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია…

ქვეყანა უკიდურესად გახანიგდა და არ მომწონს, მაგრამ მიყვარს და გულით ვეცდები, მისი სასიკეთო ცვლილებისთვის ჩემი წვლილიც სადმე ჩამოვდო.
საერთო ჯამში, მაინც ვიტყვი, რომ ჩემთვის პირადად კარგი წელია 2021, რადგან ჩემი სიყვარულები ჯანმრთელად და ჩემთან არიან. 2022-ში ყველაფერი უკეთესისთვის ვემზადები. ვნახოთ, მეც აქ ვარ და თქვენც”, წერს მომღერალი.