ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე: ,,ჩვენი დონა ჩიჩო, სალო პარიჟსკი არ იცუცქება”

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილზე: ,,ჩვენი დონა ჩიჩო, სალო პარიჟსკი არ იცუცქება''პარლამენტის ყოფილი წევრი, ხათუნა ხოფერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ შერიგების პროცესს ფეისბუქით ეხმიანება და წერს:

,,დონა ჩიჩო, სუჩარები და ნასუჩარები, ანუ ქურდული შერიგების პროცესი ქართულ პოლიტიკაში! ისე, ჩაცუცქვით კანონიერი ქურდებიც აღარ იცუცქებიან. ისინიც სავარძლებში მოკალათებულები არჩევენ ,,სუჩარების” და ,, კაი ბიჭების” საქმეებს! მერე ,,სხადნიაკზე” იკრიბებიან და ,,რამკიანი” ტიპების თანდასწრებით აცხადებენ დიდი შერიგების შედეგებს!

ჩვენი დონა სალომეც (სალო პარიჟსკი) არ იცუცქება. სათითაოდ უსმენს სუჩარებსა თუ ნასუჩარებს და შერიგების პროცესს არაზბორკებს! აი, ვისთან ვის არიგებს და ვის რას პატიობს, ან ვისი სახელით იბრძვის ,,სპრავედლივობისთვის”, ეგ თავადაც არ იცის…

ქურდულ სამყაროს მაგრად ევასება ეკლესიის ჩარევა ,,რაზბორკებში”. შესაწირის შეწერვაც მიღებული წესია. მაგრამ ის, რაც სალო პარიჟსკიმ იკადრა, თავად რუსეთის ქურდული ,,ობშიაკის” მცველს, კახა გალსკისაც კი არ მოუვიდოდა თავში. დონა ჩიჩომ პატრიარქისგან ქურდულ-პოლიტიკური შერიგების კურთხევა ითხოვა! ღმერთო, ნუ მიწყენ, მაგრამ,.. თავად ღმერთსაც გაეცინა ალბათ ამ თავხედობაზე.
მოკლედ, ,,სხადნიაკი” არ გამოგვაპაროთ! მანადე კი, შენ დაუკა!.. И теперь пишу тебе, родная, Ах, мама-джан, Вот какая доля воровская… დაიწვა ჯიგარი, დაიწვაა”.