ილუზიონისტ ავთო გოგეშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ლიფტში ჩავარდა

ილუზიონისტ ავთო გოგეშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ის ლიფტში ჩავარდა27 წლის ილოზიუნისტი, ავთო გოგეშვილი ახალაშენებული კორპუსის ლიფტში ჩავარდა. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მეგობრები მის გადასარჩენად გაერთიანდნენ. მერი კაჭარავა ფეისბუქში წერს:
,,ეს ავთოა. მე ბევრი მეგობარი არ მყავს. ავთო კი ჩემი მეგობარია. თუკი ერთხელ მაინც გინახავს ავთოს სასწაული, ჯადოსნური უნარები, გულგრილი ვერ დარჩებოდი. დღეს კი მას ჩვენი თანადგომისა და ერთიანობის სასწაული სჭირდება. ავთო ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდა და მძიმედ დაშავდა. მრავლობითი მოტეხილობები და ხერხემლის ძლიერი დაზიანება აქვს, რაზეც ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ავთოს მდგომარეობა დღეს კრიტიკულია.

ავთოს საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად უზარმაზარი ფინანსებია საჭირო, რისთვისაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ავთოს გამოჯანმრთელება თქვენს თანადგომასა და გულისხმიერებაზე, საზღვარგარეთ დროულ გადაყვანასა და მკურნალობაზეა დამოკიდებული. გადავარჩინოთ ყველასთვის ძვირფასი და ნიჭიერი ადამიანი! გადავარჩინოთ მეგობარი!
მიმღების ანგარიში:
#GE42TB7127345061100067 თიბისი ბანკი
#GE08BG0000000528108727 – საქართველოს ბანკი
მიმღების სახელი: ANA GOGESHVILI”.