,,ჰალუცინაციები ჰქონდა, ელანდებოდა, რომ კლავდნენ” – 22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები

,,ჰალუცინაციები ჰქონდა, ელანდებოდა, რომ კლავდნენ" - 22 წლის გოგოს სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები,,ამ ოჯახს ახლა არ სცალია, თორემ ყველას პასუხს მოგთხოვთ!” – ეს სიტყვები  მისწერა შოთო სიხარულიძეს გოგა გზირიშვილის ახლობელმა. მისი თქმით, 23 წლის ბიჭს, რომელსაც 5 თვის ორსული ცოლის მკვლელობაში ედება ბრალი, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

,,არაფერი კონფლიქტი არ ყოფილა. დააზუსტეთ ფაქტი და მერე დაწერეთ. ამ ოჯახს ახლა არ სცალია, თორემ ყველას პასუხს მოგთხოვთ ამ ცრუ ინფორმაციებისთვის.

ბიჭს ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები. გაბრუებულია მთელი საქართველო, რა შემოაქვთ, რას ეწევიან, რას სვამენ, კაცმა არ იცის. ცუდი ამბავი შეემთხვა. რამდენიმე თვე იყო ფსიქოტროპული მედიკამენტების ქვეშ. ჰქონდა ჰალუცინაციები. ელანდებოდა, რომ კლავდნენ. გარბოდა სახლიდან. ეს გოგოც წასული იყო, რადგან არაადეკვატური ქცევები ჰქონდა ბიჭს, მაგრამ დაბრუნდა. ნეტავ, ექიმებს თავის დროზე ემოქმედათ სათანადოდ. დაეწვინათ. ემკურნალათ. ღმერთო, ეს რა უბედურებაა”, – წერს გოგა გზირიშვილის ახლობელი.

შოთო სიხარულიძის თქმით, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა ემიგრანტია და ამ ამბის გაგების შემდეგ ის სახლში, საქართველოში მოფრინავს.