,,განგაშია ასატეხი, მიშა ძალიან ცუდადაა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

,,განგაშია ასატეხი, მიშა ძალიან ცუდადაა" - ნანუკა ჟორჟოლიანიმესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები და ექიმები შეშფოთებულები არიან მისი ჯანრმრთელობის მდგომარეობით.

,,სამწუხაროდ, ამ კაცს ახლა ყველაზე მეტად უჭირს, სამშობლოს და ერის ერთგულებისთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი.

,,მე რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვიყო, ავიღებდი ლეიბებს და გადავიტანდი შიმშილობას გორში! აქამდე ვერიდებოდით, რომ მწვავე პროტესტს მიშასთვის პრობლემები არ მოეტანა, ახლა რას ვერიდებით? ამოუქოლეს ფანჯრები, ექცევიან როგორც პირუტყვს. მიშა კი არა, მისი პირადი ექიმიც ტყვეობაშია და რაც არ უნდა იძახოს ახლა ნიკა გვარამიას გამოო, ყველამ ვიცით, რა უბედურებაც ხდება მის თავს.
განგაშია ასატეხი! არასოდეს მაგავსი არაფერი დამიწერია, მაგრამ ახლა სხვა შანსი აღარ მაქვს! მოგვრჩება ახალი წელი, ისეთ უბედურებაში გავიღვიძებთ, თუ დროზე არ ვიმოქმედებთ… მიშა ძალიან ცუდადაა. მერე არ თქვა, არ ვიცოდით, არ გვეგონაო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიშა ძალიან ცუდადაა”.