დიკა სალაყაია: ,,დავიღუპე… ჩემი ერთადერთი დაიკო… ჩამოიქცა ცა”

დიკა სალაყაია: ,,დავიღუპე… ჩემი ერთადერთი დაიკო… ჩამოიქცა ცა"პოეტ დიკა სალაყაიას რამდენიმე დღის წინ 38 წლის და გარდაეცვალა კოვიდით. როგორც მამა პეტრე კოლხი წერს, შორენა (ბუკა) სალაყაიამ იმშობიარა და  დედა-შვილს კორონა შეეყარა. ბავშვი გადაარჩინეს, დედამ ვეღარ გაუძლო. თავს დამრტყდარ უდიდეს ტრაგედიაზე დიკა სოციალურ ქსელში წერს:

,,დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე, არ ვიცი. რატომ დავიღუპე არც ეს ვიცი… ერთთვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა… დედაჩემის ვედრება და… ,,დედაშენს უთხარი, მისი შვილი იცოცხლებსო”, – ლევან რატიანის ეს სიტყვებიც… არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე?! მადლი და სიკეთე არ იკარგებაო და… ხვალ საღამოს სახლში, ხობში მეყოლება ჩემი ანგელოზი და ზეგ, ხუთშაბათს სახლიდან გავაცილებთ იქ… იქ, სადაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის მერე კიდევ რამე. ვერავის გპასუხობთ. მადლობა ყველას… მაგრამ არაფერი მესმის… არაფერიიიი. ჩემი ბაკო…. ჩემი ერთადერთი დაიკო…ჩამოიქცა ცა…
უსასრულოდ”.