,,ასე მგონია, ძაღლებს თავისი ლოცვა აქვთ, რომელსაც ცისარტყელაზე წასვლის წინ ამბობენ თვალებით” – მიშა კაჭკაჭიშვილი

,,ასე მგონია, ძაღლებს თავისი ლოცვა აქვთ, რომელსაც ცისარტყელაზე წასვლის წინ ამბობენ თვალებით'' - მიშა კაჭკაჭიშვილი,,ასე მგონია, ძაღლებს თავისი ლოცვა აქვთ, რომელსაც თავიანთ ენაზე, ცისარტყელაზე წასვლის წინ ამბობენ თვალებით”, _ წერს მიშა კაჭკაჭიშვილი, რომელიც ბოლო დღეებში ჭირით დაავადებულ ძაღლს მკურნალობდა, მაგრამ უშედეგოდ.

,,ჩვენ, ადამიანებს, არ გვესმის მათი ლოცვის ხმა და ვერც ვერასოდეს გავიგებთ. ამ ცხოვრებაში უამრავი რამ მინახავს და მიკეთებია, კარგიცა და ცუდიც, საზიანოც და სასარგებლოც, მაგრამ რაც დროს გადის, რამდენ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო კაცმა, ყველაფერი ფუჭია, თუკი ძილის წინ, თუნდაც უმნიშვნელო რამ არ გაძლევს მშვიდად დაძინების საშუალებას.

ახლა ვუყურებ მომაკვდავ პატარა უმწეო ლეკვს და ვფიქრობ იმაზე, რომ, როცა ჩემი დრო მოვა იმქვეყნად წასვლის და თუ რამდენიმე წამი მექნება დარჩენილი, ალბათ არ ვინანებ არაფერს.
და თუ განგება ინებებს, დარჩენილ ცხოვრებას კიდევ უფრო გამალებით და მთელი არსებით მივუძღვნი მათ. სულ მცირე იმას ვეცდები, რომ ამ ქვეყანაში ეს საშინელი დაავადება, სახელად ,,ჭირი” გაქრეს სამუდამოდ”, – დაწერა მიშა კაჭკაჭიშვილმა.