,,ამ გოგოს შვილების წყევლა და იიი, ის გაუნათლებელიო, ცუდი საქციელია ,,შვეჩკებო!” – ირაკლი ყურაშვილი

,,ამ გოგოს შვილების წყევლა და იიი, ის გაუნათლებელიო, ცუდი საქციელია ,,შვეჩკებო!" - ირაკლი ყურაშვილიყოფილი ტელეწამყვანის, ხატია სიჭინავას განცხადებებს და ბოლოდროინდელ ინტერვიუებს, სადაც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აგრესია გამოიწვია. ამას გამოეხმაურა ჟურნალისტი ირაკლი ყურაშვილი და სოციალურ ქსელში დაწერა:

,,ხატია სიჭინავას ინტერვიუს წინ და უკან ფრიალი, იიი, მე ჭკვიანი ვარ და ის გაუნათლებელი (არ დავწერ, რა სიტყვებითაც იხსენიებთ), არის ცუდი საქციელი, ,,ვაკური ტონითაც” ცუდი საქციელია ,,შვეჩკებო”.
ასე რატომ გვძულს ერთმანეთი და ასე ჩასაფრებული რატომ ვართ ერი, ოღონდ ვინმეს გადავუაროთ. ჩავამატებ: სტატუსის დაწერის სურვილი გამიჩნდა იმ დროს, როცა ფეისბუქმეგობრის კედელზე ვნახე, თუ როგორ წყევლიდნენ ამ გოგოს შვილებს”.