ახალი ლიბერთის ახალი წელი

ახალი ლიბერთის ახალი წელილიბერთის ახალი გუნდი  მომხმარებლისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს –  საახალწლო აქცია და განახლებული პირობები

“ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის”  სტრატეგია და ახალი პროდუქტების სერია ლიბერთი ბანკმა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა და მათგან ერთ-ერთი პირველი პროდუქტი – ახალი ბარათი უკვე ხელმისაწვდომია.

ყველაზე დაბალხარჯიანი და მაღალშემოსავლიანი ახალი ბარათით ლიბერთი მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სრულიად უნიკალურ და განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს.

ამჯერად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთის გუნდი, მომხმარებელს წამყვან საბანკო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებით საახალწლო აქციას იწყებს. 31 დეკემბრამდე, აქციის ‘ლიბერთის ახალი წელი’ ფარგლებში მოქმედებს:

– სპეციალური პირობები სამომხმარებლო სესხზე (9,9% წლიური, 21,14% ეფექტური)

– გაზრდილი პროცენტი ყველა ტიპის ანაბარზე, განსაკუთრებით ევროს ანაბარზე

– უპრეცედენტოდ დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე აშშ დოლარში

– ფულადი პრიზები საერთაშორისო გზავნილზე და

– ფასდაკლება – 6% ოქროს სესხზე

საახალწლო სურვილების ასრულებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის ბანკი თავის მომხმარებელს თანამედროვე, მარტივ და ხელმისაწვდომ მომსახურებას სთავაზობს.

– ჩვენი სტრატეგია ‘ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის’, რომელიც საზოგადოებას სექტემბერში გავაცანით, მოიცავს ადამიანებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო პროდუქტებისა და სერვისების ხელმისაწვდომობას და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას.

გვჯერა, რომ წინასაახალწლო აქცია განახლებული და საუკეთესო პირობებით თითქმის ყველა საბანკო პროდუქტზე, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს მათზე მაქსიმალურად მორგებული და კომფორტული პირობებით.

ჩვენ კი გავაგრძელებთ ახალ შეთავაზებებზე მუშაობას და ახალ წლამდე კიდევ რამდენიმე სიახლეს წარვადგენთ,  – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ.

ლიბერთის ახალი  გუნდის სურვილია, მომხმარებელს გაუმარტივოს ცხოვრება, საბანკო მომსახურებები, იზრუნოს ადამიანებზე და ორიენტირებული იყოს მთლიანად მათი ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ლიბერთის საახალწლო აქციაც განახლებულ პირობებს მომხარებლისთვის ბევრ  სარგებელს მოიცავს.

„ლიბერთის ახალი წელი“ აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge