ჟურნალისტი თაკო ჩარკვიანს: ,,სანამ პირს გააღებთ, მანამდე უნდა დაფიქრდეთ, რას ამბობთ”

ჟურნალისტი თაკო ჩარკვიანს: ,,სანამ პირს გააღებთ, მანამდე უნდა დაფიქრდეთ, რას ამბობთ"ჟურნალისტი ირმა მესხია პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს, ბოკერიას, ბურჯანაძესა და უსუფაშვილისგან ისწავლოს, რას ნიშნავს პოლიტიკოსისთვის სიტყვის ფასი.

,,გადავწყვიტე, გავცე პასუხი, რადგან „აიპრესზე“ საუბრობს, თან პირადად მე დამირეკა. ქალბატონო თაკო, წერთ, რომ ერთ-ერთმა საიტმა დადო, თაკო ჩარკვიანმა თქვა, ნაცმოძრაობას 9 მილიონი ამომრჩეველი ჰყავსო. ეს საიტმა კი არ დადო, თქვენ თქვით „პირველის“ ეთერში და ჩვენმა სააგენტომ სიტყვა-სიტყვით გაშიფრა და გამოაქვეყნა.

თქვენ, დეპუტატმა დამირეკეთ, რომ სათაური შემეცვალა, რაზეც უარი მიიღეთ. გითხარით, რომ გავაკეთებდით სხვა მასალას, ახალს, სადაც თქვენი განმარტება იქნებოდა, რომ 9 მილიონზე კი არა, თურმე 900 000-ზე საუბრობდით (არადა აშკარად 9 მილონს ამბობთ )…
როცა პრეტენზია გაქვთ პოლიტიკოსობაზე, სანამ პირს გააღებთ, მანამდე უნდა დაფიქრდეთ, რას ამბობთ…
არც ვიცი, სად იყავით თქვენ ჟურნალისტი და სად წერდით, მაგრამ თქვენ რომ ჟურნალისტს პატივს სცემდეთ, არც კი გაბედავდით, დაგერეკათ…
ჰოო, დამავიწყდა, ასე მითხარით, 9 რომ ვთქვი, იქ ჩავისუნთქე, პაუზას ვაკეთებ და მერე ვამბობ მილიონსო… მაგაზეც გაგეცით პასუხი…
თქვენ ვერასდროს შედგებით პოლიტიკოსად, სანამ საკუთარი ნათქვამის უარყოფას კი არა, აღიარებას არ ისწავლით…. და ბოდიშის მოხდასაც… აქციებზე მიკროფონი დაჭერა, წივილ-კივილი და სხდომათა დარბაზში ალიაქოთის ატეხა არაა პოლიტიკოსობა…

რჩევას მოგცემთ, მიებარეთ გიგა ბოკერიას, ნინო ბურჯანაძეს, დავით უსუფაშვილს და კიდევ ბევრს გასწავლიან, რას ნიშნავს პოლიტიკოსისთვის სიტყვის ფასი….

ნებისმიერი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ზის, რამდენ სისულელეს იტყვის და უაზრობას, ყოველთვის დავწერ, რადგან მე და ჩემნაირები უხდიან, სამწუხაროდ, ზოგ-ზოგიერთებს ფულს”.