ფსიქოლოგი არჩილ თალაკვაძეს: ,,ვწუხვარ, რომ შენთვის ამის მოწერა მიწევს, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა უკვე!”

ფსიქოლოგი არჩილ თალაკვაძეს: ,,ვწუხვარ, რომ შენთვის ამის მოწერა მიწევს, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა უკვე!''ფსიქოლოგი მაია ცირამუა არჩილ თალაკვაძეს ფეისბუქით მიმართავს:
,,მინდა იცოდე – გულწრფელად შეძრწუნებული ვარ, რომ ამ სასტიკ, არაადამიანურ, ყოველგვარი ლოგიკისგან და ჰუმანურობისგან დაცლილ ქმედებებში, ამ პოლიტიკურ შურისძიებაში, რომელიც გასცდა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს, ადამიანის უფლებებს და ა. შ. შენც მონაწილეობ.
როცა ჩვენ საქმიანი კონტაქტი გვქონდა, გიცნობდი, როგორც ძალიან კარგ პროფესიონალს, კარგ მენეჯერს, უკომპრომისო მებრძოლს, უბრალოდ ჰუმანურ ადამიანს.
რა ხდება, ასეთი ჩვენს თავს?! რატომ გადააქციეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ პოლიტიკოსად, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების, სიცოცხლის უფლების გარეშე დარჩა?! რატომ არ ცდილობთ საქართველოში ამ საშინელი პოლარიზაციის შემცირებას, მოქალაქეებს შორის დაძაბულობის განმუხტვას, რატომ მიგაჩნიათ ყველა ადამიანი “ნაცად” ან “ნაცებთან” შეკრულად, ვინც ამ უსამართლობაზე ხმას იღებს?!
სად არის დაპირებული ადამიანის უფლებების დაცვა, კეთილდღეობა, სამართლიანობა, ეკონომიკური ზრდა, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა, სადაა ნაცებზე უკეთესი საქართველოს აშენება, სადაა თქვენი გასაოცარი დემოკრატია?! ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, რომ შენთვის ამის მოწერა მიწევს, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა უკვე!
P.S. შენ იყავი ინიციატორი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სუიციდის პრევენციის პროგრამის შემოტანის, შენთან ერთად ვისხედით ევროპელ ექსპერტებთან ერთად და ვცდილობდით, რაც შეიძლება მაღალი სტანდარტის სერვისები შექმნილიყო ციხეში, ადამიანებს ადამიანად ეგრძნოთ თავი და მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება, ღირსება დაცული ყოფილიყო. დღეს რა ხდება?!”