ფიტოთერაპია გასტრიტის წინააღმდეგ

ფიტოთერაპია გასტრიტის წინააღმდეგმარინა კულდონაშვილი

თერაპევტი „ტესტი – IMP“

თბილისი, ონიაშვილის ქ. 20

599 235 239

დრომ და გამოცდილებამ დაამკვიდრა ფიტომედიკამენტები, რომელთაც მაღალი კლინიკური ეფექტურობის პარალელურად აქვთ ნაკლები გვერდითი ეფექტები. სულ უფრო ხშირად ვხვდებით წამყვანი, განვითარებული ქვეყნების, პრესტიჟული ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ბუნებრივ პროდუქტებს. მათ შორისაა გერმანული მედიკამენტი – გასტრიტოლი, რომელიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ.

მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც აქტუალურია ანალოგიური პრობლემების მქონე პაციენტთა ეფექტური და უსაფრთხო მკურნალობა. გასტრიტოლი წარმოადგენს ფიტოთერაპიულ პრეპარატს. მისი მოქმედების სფეროსა და ასპექტებს უკეთ მივხვდებით, თუ მეტი გვეცოდინება გასტრიტოლის მცენარეული ცალკეული კომპონენტების შესახებ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძალზე ეფექტურად არიან კომბინირებულნი, აბალანსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. ეს მცენარეებია: გვირილა, ძირტკბილა, ძიძო, ანგელოზა, ბატის მარწყვა და აბზინდა. მოკლედ განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

სააფთიაქო გვირილას აქვს ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოლიზური მოქმედება. კუჭში ანეიტრალებს მომატებულ მჟავიანობას და სწრაფად ხსნის ტკივილს. სტრესით გამოწვეული გასტრიტის დროს, სააფთიაქო გვირილა ხელს უწყობს იზოვალერიანის მჟავას გამომუშავებას, რაც განაპირობებს დამამშვიდებელ ეფექტს.

აბზინდა აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას, აიოლებს საკვების მონელებას. ამცირებს მუცლის შებერილობას და მეტეორიზმს. აბზინდა ასტიმულირებს მადას, რომელიც სტრესული გასტრიტის დროს შესაძლოა იყოს დაქვეითებული. მისი ნაყენი აქრობს უსიამოვნო სუნს პირის ღრუდან.

ძირტკბილას „სიცოცხლის ფესვს“ უწოდებენ და უძველესი დროიდან იყენებდნენ მედიცინაში. ცნობილი მხედართმთავრის, ალექსანდრე მაკედონელის ჯარს დიდხნიანი ლაშქრობის დროს თან ჰონდა ძირტკბილას მარაგები. მისი ფესვის სიტკბოს განაპირობებს ნივთიერება გლიცირიზინი, რომელიც შაქარზე უფრო ტკბილია. გამოიყენება, როგორც სპაზმოლიზური, წყლულების მომაშუშებელი და მსუბუქი საფაღარათო საშუალება.

ასეთია გასტრიტოლში შემავალი მცენარეების მოკლე მიმოხილვა. დაკვირვებული მკითხველი უმალ შეამჩნევს, როგორი სრულფასოვანი კომბინაცია იკვრება ამ განსხვავებული მცენარეებით და როგორ მოიცავენ ისინი გასტრიტისა და წყლულის წარმოშობაში მონაწილე რგოლებს და დაავადების სიმპტომატიკას. გარდა ამისა, გასტრიტოლის მიღებისას პაციენტის ორგანიზმი უეჭველად მიიღებს სარგებელს სხვა ორგანოებისა და დაავადებების საპროფილაქტიკოდ მასში შემავალი კომპონენტების მრავალმხრივი მოქმედების მეშვეობით, მით უფრო, თუ მას თქვენი პრობლემების მცოდნე გამოცდილი პროფესიონალი დანიშნავს.

www.facebook.com/DrGustavKlein

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.