ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,მიშას კუჭის რეზექცია გაკეთებული აქვს წლების წინ და უკმაყოფილო იყო”

ნანუკა ჟორჟოლიანი: ,,მიშას კუჭის რეზექცია გაკეთებული აქვს წლების წინ და უკმაყოფილო იყო''ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იუსტიციის მინისტრის განცხადებას ეხმაურება, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ფაფებს ჭამს, ასევე თამთა მეგრელიშვილის ფეისბუქპოსტს, რომ მან დაკავებამდე ერთი თვით ადრე კუჭის რეზექცია გაიკეთა.

,,ეს მითების და ბოროტი ლეგენდების ხელისუფლება ეს – მიშა ფაფებს ჭამს, კუჭის რეზექციის გამო სხვა საკვები არაფერი შეიძლებაო. დაჭერამდე ხინკალი ძლივს გააგდებინეს ხელიდან. ახალი ნაოპერაციევი ადამიანი არაჟნების მაცივრით არ ჩამოდის ქვეყანაში.

ვითხოვთ მასალას! დაიდოს მასალა, როგორ ჭამს. თუ არ დაიდება, აღიარებაა,  რომ იტყუებით. რაც შეეხება რეზექციას, გაკეთებული აქვს წლების წინ და,  სხვათა შორის, უკმაყოფილო იყო, წონა ვერ დამაკლებინაო”.