,,მძიმე დღეები მეუღლემ გადამატანინა” – რატომ არ გაჰყვა ხატია შამუგია ქმარს ირლანდიაში

,,მძიმე დღეები მეუღლემ გადამატანინა" - რატომ არ გაჰყვა ხატია შამუგია ქმარს ირლანდიაში,,სარკე”, ავთო ჩიტიძე

ხატია შამუგიამ ნახევარი წლის წინ ახალი ცხოვრება დაიწყო. მისი 12 წლიანი წარმატებული კარიერა პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელ “ისი პარში” ერთ დღეში და დიდი გულისტკივილით დასრულდა.დღეს კი ის 5 კომპანიაში მუშაობს.

ხატიამ ,,სარკეს” უამბო:

– 12 წლიანი ერთგულების და სიყვარულის შემდეგ, როცა გეუბნებიან, თანამშრომლობის ფორმა შევცვალოთო, დიდი სტრესია. იმის შიში არასდროს მქონია, რომ უსამსახუროდ დავრჩებოდი. ეს იყო იმდენად დიდი მოულოდნელობა, რომ პრობლემა გახდა გულგატეხილობა და არა – სამსახურიდან წასვლა.

ყველაზე რთული ის იყო, რომ მივხვდი, ამ გადაწყვეტილებას ჩემს ზურგუკან დიდი ხანი გეგმავდნენ. შეიძლებოდა სხვა გზა გამოეყენებინათ. ადრე თუ გვიან ნებისმიერი თანამშრომლობა სრულდება და ძალიან ბედნიერად შეიძლება დაშორება.დღეს ეს კომპანია საერთოდ არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ. მხოლოდ იმიტომ მინდა, ეს კომპანია არსებობდეს, რომ მათ ჰქონდეთ სამუშაო.

– ამბობენ, ტაციობა იყო ხატიაზეო.

– ახლა 5 კომპანიაში ვარ და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

– ასეთ რთულ ცხოვრებისეულ ეტაპზე თქვენი ქმარი საქართველოში იმყოფებოდა, თუ უცხოეთიდან გამხნევებდათ?

– ჩემ გვერდით იყო. ის მძიმე დღეები მისმა აქ ყოფნამ გადამატანინა, რადგან არ მომცა იმის საშუალება, ამ ტკივილზე დიდად მეფიქრა.

-არ შემოუთავაზებია მასთან ირლანდიაში გამგზავრება, მით უმეტეს, მას შემდეგ, როცა დროებით უსამსახუროდ დარჩით?

– ეს სურვილი სამსახურის დაკარგვამდეც მქონდა და ახლაც მაქვს. ყველაფერს თავისი დრო აქვს.  ამ ეტაპზე ვფიქრობ, გამიჭირდება ყველაფერის მიტოვება. ჩემი შვილიც დასაკვალიანებელია. როცა ჩვენი შვილები ცხოვრებაში მყარად დადგებიან ფეხზე, შემდეგ შეიძლება ეს ნაბიჯი ადვილიც გახდეს, ან მე წავალ მასთან, ან ის ჩამოვა ჩემთან.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”