მარიტა როხვაძე: ,,მამაჩემი 7 წელი მძიმე სენს ებრძოდა”

მარიტა როხვაძე: ,,მამაჩემი 7 წელი მძიმე სენს ებრძოდა'',,სარკე”, ია ქუთათელაძე

ქართული შოუბიზნესის პოპულარული სახე, ახალგაზრდა მომღერალი, მარიტა როხვაძე, 19 წლის იყო, როცა სატელევიზიო მუსიკალურ პროექტ “ჯეოსტარში” მიიღო მონაწილეობა. კონკურსი წარმატებული აღმოჩნდა, მარიტამ პრირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა.

მომღერალი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა ახალი გამარჯვებებისკენ, გულმოდგინედ შრომობდა და, როგორც პროფესიონალი, თვალსა და ხელშუა იზრდებოდა.

ქუთაისიდან ჩამოსულ გოგონას თბილისში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. დიდი კონკურენციის პირობებში თავისი ადგილი მალე იპოვა. მომღერალმა საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვაც დაიწყო და 4 თვეში 21 კილოგრამი დაიკლო. ლამაზი, პუტკუნა გოგონადან მომხიბლავ ახალგაზრდა ქალად გადაიქცა.

პანდემიის პერიოდში მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, სამწუხაროც და პოზიტიურიც. რა ეტაპი უდგას  ახლა მომღერალს, ,,სარკეს” უამბობს:

– ჩემს ბენდს “სკარლეტი” ჰქვია და შვიდი გოგონასგან შედგება… არც ერთი წარმატება თავზე არ დამცემია, ყველაფერს მხოლოდ შრომით მივაღწიე, როცა მიზანს დავისახავ, ჩემს თავს მოსვენებას არ მივცემ, სანამ არ მივაღწევ.

– სწორედ თქვენმა მიზანსწრაფულობამ განაპირობა, რომ 4 თვეში 21 კილოგრამი დაიკელით. ახლაც მიმართავთ დიეტებს?

– რაც მაშინ გავაკეთე, უდიდესი სტრესია ორგანიზმისთვის. მაშინ 19 წლის ვიყავი და გავუძელი, მხოლოდ წიწიბურას და მაწონს ვჭამდი. 21 კილო დავიკელი.

ასეთი ტანჯვით მიღებული შედეგი შეიძლება წყალში ჩაგეყაროს, როცა დიეტას მორჩები, ამიტომ ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს,ენდოკრინოლოგს მიმართოს.

-რამდენიმე თვის წინ მამა დაკარგეთ…

– მამაჩემი 7 წელი მძიმე სენს ებრძოდა. მოუშუშებელი ტკივილი დამიტოვა. ამ ტკივილით და მონატრებით მომიწევს ცხოვრება, მაგრამ ისიც ვიცი, მამა მხოლოდ ფიზიკურად დამცილდა და სადაც არის,იქიდანაც მუდმივად სიყვარულს მიგზავნის.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”