მამუკა გამყრელიძე: ,,იმიტომაც მოგათრიეს ხელისუფლებაში, რომ არ იძალადო!”

მამუკა გამყრელიძე: ,,იმიტომაც მოგათრიეს ხელისუფლებაში, რომ არ იძალადო!"პოლიტიკოსი მამუკა გამყრელიძე ფეისბუქში მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში მალულად გადაყვანას, ფეისბუქით ეხმაურება:
,,როგორი ამბავია, იცით? მოხულიგნო უფროსკლასელი რომ თავისზე პატარას ჩაგრავს. თან იცის, არ დასჯიან, რადგან მამამისი მილიციის უფროსია, დედამისი კი სკოლის დირექტორი.
ოპოზიციის პრობლემა არის ხალხის არასაკმარისი რაოდენობის მხარდაჭერა. ბევრი ხალხი რომ გიჭერდეს მხარს, დიდი ბიჭი უკვე შენ იქნები და იმ ხულიგანს მილიციონერი მამა ვეღარ უშველის. ცხვირს დაუნაყავდი. ახლა კი  გჩაგრავს უპრობლემოდ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ცივილიზებულ ქვეყანაში ამას ძალადობა ჰქვია.
დღეს ხელისუფლება ახორციელებს ძალადობას ოპოზიციაზე. დღეს ხელისუფლება ძალადობს პატიმარზე.
თქვენი ჭირიმე, ნუ გამოხტებით ქოცები და ნუ დაიწყებთ ბღავილს, ადრეც ძალადობდნენო. ჰოდა, იმიტომაც მოგათრიეს ხელისუფლებაში, რომ არ იძალადო!”.