მამა იოვანე: ,,ჩვენი სამღვდელოების უმრავლესობა გაჭირვებულია”

მამა იოვანე: ,,ჩვენი სამღვდელოების უმრავლესობა გაჭირვებულია'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს, ერთ-ერთი მათგანია, ვინც მრევლს უყვარს და აგრესიას არ იწვევს. ამ სიყვარულის მიზეზი კი მთავარი ქრისტიანული პრინციპია – სიყვარულით შეხედო ყველა ადამიანს, რა ცოდვასაც უნდა სჩადიოდეს და სწორი გზა მიუთითო.

მამა იოვანე: როდესაც ადამიანი სხვას განიკითხავს, საკუთარ თავს მასზე უკეთესად თვლის.სასულიერო პირი თუ რამეს დააშავებს, შეგიძლია საპატრიარქოს მიმართო, მიხედეთო.

– მდიდარი ეკლესია ღარიბ ქვეყანაში თავისთავად იწვევს პროტესტს. ხომ შეიძლება, ეკლესიის მსახურები ისე იქცეოდნენ,თავად არ ჩააგდონ ადამიანები განკითხვის ცოდვაში?

– ქუჩაში 100 ადამიანი რომ გააჩეროთ და ჩემზე ჰკითხოთ,ალბათ 80% იტყვის, რომ მდიდარი ვარ, ჯიპი მყავს, სახლი და კარი მაქვს და ა.შ. ამ დროს არაფერიც არ მაქვს. ჩემი ოჯახი სადაც ცხოვრობდა, ისევ იქ ცხოვრობს. არც საბანკო ანგარიში მაქვს, არც არაფერი. 19 წლის მანქანა მყავს.

საზოგადოების დიდ ნაწილს ჯიპიანი და მდიდარი მღვდელი ვგონივარ და ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დამირეკონ და მთხოვონ, პრეზიდენტთან სამსახური დამაწყებინეო. არადა ერთხელ მყავს ნანახი პრეზიდენტი. ეს იმიტომ ხდება, რომ წლების განმავლობაში მავანმა ასეთი იმიჯი შეგვიქმნა.

1900 მღვდლიდან შეიძლება 100-საც ჰყავდეს კარგი მანქანა, მაგრამ ვისვრებით 1800 მღვდელი. უამრავი მღვდელი გვყავს, რომლებიც მეტროში, ავტობუსში შეგხვდებათ, 8-9 შვილი ჰყავთ და 100-200 ლარი აქვთ თვეში შემოსავალი. როგორ ცოცხლობენ, იმას კი არავინ კითხულობს. ჩვენი სამღვდელოების უმრავლესობა გაჭირვებულია – თავს დავდებ ამ სიტყვებზე. სხვა იმიჯი შეგვიქმნეს და რა ვქნათ, ესეც ჩვენი ჯვარია,

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”