მაკა შალიკაშვილი ანრი ჯოხაძეზე: ,,მიყვააარს და ისიც აფრენს თავის შალეზე”

მაკა შალიკაშვილი ანრი ჯოხაძეზე: ,,მიყვააარს და ისიც აფრენს თავის შალეზე"მსახიობი მაკა შალიკაშვილი თავის მეგობარს, მომღერალ ანრი ჯოხაძეს დაბადების დღეს ემოციური სიტყვებით ულოცავს:
,,ყველაზე მაგარად იცით, რას ვაფასებ ამ ადამიანში? მას შესწევს ძალა, მაშინ დაგარწმუნოს საკუთარ თავში, როცა ყველაზე უშნო, უნიჭო, უძლური, უნიათო, უსახსრო და უპერსპექტივო ადამიანად გაგრძნობინებს ცხოვრება თავს. ის არც არსებითი და ნაცვალსახელია, იგი ზმნაა! სულ მოქმედებს და სულ აღწევს მიზანს. მიყვააარს და თან ძალიან მიყვარს. 10000%-ით დარწმუნებული ვარ, ისიც ,,აფრენს” თავის შალეზე და ეს ყოველივე ისე მომწონს, ისე…
რუსუდან ჩხაიძე – რა კარგია, რომ შვი ეს ადამიანი. გილოცავთ, ჩემო საყვარელო და კეთილო ჯოხაძეებო”.