,,იანუკოვიჩსაც არ უკადრია, რომ ეს კვებად ჩაეთვალა” – ნონა წოწორია

,,იანუკოვიჩსაც არ უკადრია, რომ ეს კვებად ჩაეთვალა" - ნონა წოწორიასტრასბურის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ მიხეილ სააკაშვილის ციხის კადრებს ეხმაურება და წერს:

,,ექიმებმა იური ლუცენკოს შიმშილობის დროს სპეციალური საკვები ნარევი გამოუწერეს და სითხის შემანარჩუნებელი თერაპია ჩაუტარეს. ევროსასამართლოს არ უთქვამს, რომ ამ პერიოდში მან შიმშილობა შეწყვიტა. იანუკოვიჩსაც არ უკადრია, რომ ეს კვებად ჩაეთვალა.

საერთოდ არაფერს ვამბობ იმ ამორალურ საჯარო კამპანიაზე, რასაც ,,ქართული ოცნების” რეჟიმი აწარმოებს. არ მგონია, რომ ამას სადმე პრეცედენტი ჰქონდეს. შიმშილობის მართვაში ახალი, წამების ტოლფასი სტანდარტი დაადგინეს”.