ეკა ბესელიამ წიგნი დაწერა – ,,ეს ქალია და მან შეძლო!”

ეკა ბესელიამ წიგნი დაწერა - ,,ეს ქალია და მან შეძლო!”პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ წიგნი დაწერა, რომელსაც ასე ჰქვია: ,,და მე ქალი…”.
,,ეს წიგნი არაა, ალბათ უფრო ემოციების ნაკრებია, რომელიც ნახევარი საუკუნის მიჯნაზე აიკინძა… აი, ასეთი ფორმა და ფერი მიიღო… მე ამ ემოციით ვხვდები ჩემს გზაჯვარედინს და აი, ასე მივულოცე ჩემს თავს ჩემი დღე…
ეს ემოციების ნაკრები კი მინდა, მივუძღვნა ყველა იმ ქალს, რომელიც იბრძვის, რომ ჯერ თავად გადარჩეს, გახდეს უკეთესი, უფრო ძლიერი და იპოვოს საყრდენი დედამიწაზე!
მადლობა მინდა, გამოვხატო იმ რამდენიმე საოცარი ქალის მიმართ, რომელმაც დიდი კვალი დატოვა ჩემში. ,,ეს ქალია და მან შეძლო!”.
ამ დღეს – 6 ნოემბერს ვაგროვებ ყველაზე მეტ სითბოს და სიყვარულს, კეთილ სურვილებს და ეს ნაგროვები ემოცია მიმყვება მთელი წლის სულის საგზლად”, – წერს ეკა ბესელია.