ბესო ზანგური: ,,ეს არის ჩემი პრემიერი, ეს არის დემოკრატიის სურნელი“

ბესო ზანგური: ,,ეს არის ჩემი პრემიერი, ეს არის დემოკრატიის სურნელი“მსახიობი ბესო ზანგური პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომ უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა და მაღალი გადასახადები დაეკისროთ ონალინ კაზინოების მფლობელებს.
,,ეს იყო ჩემს სიცოცხლეში პირველად, როდესაც პრემიერმინისტრს ფეხზე წამოვუდექი და ტაში დავუკარი ტელევიზიით მისი გამოსვლის შემდეგ, კერძოდ:
1.იკრძალება ონლაინ კაზინო;
2.ბარიერი აიწევა 25 წლამდე;
3. იკეტება და იკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტები და მკაცრად გაკონტროლდება ნარკომანია. არა როგორც დანაშაული და ციხით, ცემა, წამებით, არამედ მკურნალობით… დასაქმებით! აი, ეს არის ჩემი პრემიერი, აი, ეს არის ქვეყანაში დემოკრატიის სურნელი“, – წერს ბესო ზანგური.