თამარ მაყაშვილი: ,,ნინუცას და ბესო ზანგურის ურთიერთობაში ბოლო სიტყვა ჩემი იყო”
"მე და რუსკას ქმარი დღე და ღამე ნარდს ვაკაკუნებთ"

თამარ მაყაშვილი: ,,ნინუცას და ბესო ზანგურის ურთიერთობაში ბოლო სიტყვა ჩემი იყო",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მსახიობ თამარ მაყაშვილის ოჯახმა დიდი ვნებათაღელვა გადაიტანა. ეს ტალღა ნინუცას საჯარო აღიარებას მოჰყვა, როდესაც მან ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური, 11 წლის წინ ჩადენილ ძალადობაში ამხილა. თამარ მაყაშვილი ,,სარკესთან” ყვება, რომ მთელი ეს პერიოდი ელოდებოდა ეტაპს, როდესაც მისი შვილი ამ ნაბიჯს გადადგამდა. ახლა კი თვლის, რომ ნინუცა და მთელი ოჯახი მძიმე ლოდისგან გათავისუფლდა.

თამარ მაყაშვილი:

– მთავარია ის, რომ მთელ ოჯახს მოგვეხსნა ლოდი და, პირველ რიგში, ნინუცას. მისთვის იყო მთავარი, გათავისუფლებულიყო ამ ყველაფრისგან. როცა დავინახე, რომ გათავისუფლდა,ჩვენც მოგვეშვა, ვინც ამის მომსწრეები ვიყავით. არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობაზე 11 წლის მერე ალაპარაკდები თუ 71 წლის მერე.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ რუსკას ქმართან, როგორი სიდედრი ხართ?

– არაჩვეულებრივი სიძე მყავს, დღე და ღამე ნარდს ვაკაკუნებთ. ძალიან მოწესრიგებული ადამიანია, კარგი ოჯახიშვილობა ყველაფერში ეტყობა. ძალიან ეხმარება რუსკას, ყურადღებიანია მის მიმართ. საოცრად წესიერი კაცია.

– სიდედრები ხშირად მაშინ უშვებენ შეცდომას, როდესაც შვილის ცხოვრებაში ერევიან, თუნდაც დედაშვილური სიყვარულით. თქვენ თუ გქონიათ ეს მომენტი?

– არავითარ შემთხვევაში! ჩემი შვილის და მისი ქმრის ურთიერთობაში არასოდეს ვერევი. სულ რომ ელემენტარული წაიწუწუნოს, მაშინვე ვაჩუმებ და ვეუბნები, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ის კი არა, აგერ ნინუცას და ბესო ზანგურის ამბავში არ ჩავრეულვარ, სანამ ნინუცამ თავად არ მიიღო გადაწყვეტილება და არ მოვიდა ჩემთან. სამაგიეროდ, შემდგომ ჩემი სიტყვა ვთქვი და დამთავრდა კიდეც ყველაფერი.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”