რუსთავის ციხის ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა

რუსთავის ციხის ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლარუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია ორი პატიმარი.

გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხანძარი სამზარეულოში გაჩნდა. იქ მისული პატიმრის მშობლები ამბობდნენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო, უბრალოდ ბოლი ლეიბებს ასდიოდა, რომლებიც საწყობში ელაგა. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ციხეში ბუნტი იყო. გუშინ იუსტიციის მინისტრიც იმყოფებოდა ციხეში, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია.

პენიტენციური სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის N17 დაწესებულებაში ხანძარი ლოკალიზებული იყო. ხანძრის შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება აშეწყვეტილი ჰქონდა და პატიმრები ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ელექტროენერგიის აღდგენისთანავე შეძლებდნენ. დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, რჩება შთაბეჭდილება, რომ პენიტენციურმა სამსახურმა ეს ინფორმაცია დამალა. უფრო მეტ დეტალს ალბათ დღის განმავლობაში იტყვიან, მათ შორის იმასაც, კიდევ არიან თუ არა დაშავებულები.