მობრაწულა მზადდება კარტოფილით – რეცეპტი

მობრაწულა მზადდება კარტოფილით - რეცეპტიინგრედიენტები:

კარტოფილი – 500 გრ

ხორცი – 600 გრ

კარაქი – 100 გრ

ყველი –  250 გრ

ხახვი –  ერთი თავი

პილპილი გემოვნებით;

მომზადების წესი:

ზეთში მოვშუშოთ ხახვი, დავაყაროთ ატარებული უმი ხორცი, მარილი, პილპილი და ერთად მოვშუშოთ.

ცალკე გავაკეთოთ კარტოფილის პიურე კარაქით, მარილით.

ტაფაზე გავშალოთ ერთი ფენა პიურე,  შემდეგ მოშუშული ხორცი დავადოთ ფენად, ისევ კარტოფილი, ზემოდან დავაწყოთ ყველის ნაჭრები (სასურველია მდნარი) და გამოვაცხოთ.