გურამ ლომიძე: ,,ჩემი შვილის დედამ ასე გადაწყვიტა, 6 წელია შვილი არ მინახავს”

გურამ ლომიძე: ,,ჩემი შვილის დედამ ასე გადაწყვიტა, 6 წელია შვილი არ მინახავს",,სარკე”,  ავთო ჩიტიძე

ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” წევრის, გურამ ლომიძის, ცხოვრება წლებია, ამერიკასა და საქართველოს შორის მიმოსვლაში გრძელდება. წლები გავიდა მას შემდეგ, რაც ოკეანის გაღმა თავისი დიდი ოცნების ასახდენად პირველად გაფრინდა. ამერიკამ მას ვარსკვლავობა ვერ მოუტანა, მაგრამ ფინანსური სტაბილურობა მისცა. გურამი იქ ცოლთან, უკრაინელ მომღერალ ივანა მელაისთან და 4 წლის ქალიშვილ ელიზაბეტთან ერთად ცხოვრობდა. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ის ივანას გაშორდა. როცა ეს ინტერვიუ ჩაიწერა, მაშინ გურამი ამბობდა, რომ ივანას მისი კარგად ესმოდა და გვერდითაც ედგა.

გურამ ლომიძე:

-ჩემი ამერიკული ოცნება იყო, ვარსკვლავი გავმხდარიყავი, მაგრამ, როცა იქ ჩავედი და რეალობას თვალი გავუსწორე, მივხვდი, სხვა მხრივ განვითარებაზე უნდა მეზრუნა. ამერიკული ოცნება ვერ ავიხდინე, მაგრამ ამ ქვეყანამ ჩემი ძირითადი პროფესიის, ეკონომისტობის, განვითარების საშუალება მომცა და ბიზნესის კუთხით წავედი.

– ივანას ყოველთვის ესმის, თუ რატომ მოგიწევთ გული საქართველოსკენ და რატომ ატარებთ წელიწადში 4 თვეს აქ?

– რასაკვირველია და გვერდშიც მიდგას. მისი მშობლები ბათუმში ცხოვრობენ და თვითონაც ხშირად ჩამოდის.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს შუათანა შვილთან, რომელიც ამერიკაში დაიბადა და მის დედას მალე გაშორდით?

– ლიამი უკვე 10 წლისაა და, სამწუხაროდ, 4 წლის შემდეგ მასთან ურთიერთობა არ მაქვს, დედამისმა ასე გადაწყვიტა. რთული პერიოდი გამოვიარე ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, როცა სრულწლოვანი გახდება, ჩვენი მამაშვილობაც აღდგება.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”