ექპსერტი: ,,ნგრევის პროცესი რამდენიმე საათით ადრე დაიწყო, უცებ არ ჩამოშლილა”

ექპსერტი: ,,ნგრევის პროცესი რამდენიმე საათით ადრე დაიწყო, უცებ არ ჩამოშლილა"ტელეკომპანია ,,პირველთან” გენო თებიძემ განაცხადა, რომ მუშები როცა მივიდნენ დილით, პროცესი უკვე დაწყებული იყო.

-მუშები დილით რომ მოვიდნენ სამუშაოების გასაახლებლად, კარი გაჭედილი დახვდათ. იქ რომ შესულიყვნენ, სპეციალური ტექნიკა გამოიყენეს. სავარაუდოდ, პროცესი უკვე დაწყებული იყო, – განაცხადა გენო თებიძემ.

ექსპერტი ამბობს, რომ გენო თებიძის ნაამბობიდან ჩანს, რომ ნგრევის პროცესი რამდენიმე საათი გრძელდებოდა და არა _ რამდენიმე წამი, რაც კადრებში ჩანს. ,,როგორც ჩანს, უფრო ნელა დაიწყო და მერე რაღაცამ განაპირობა, რომ უცებ არ ჩამოიშალა”, – ამბობს ექსპერტი ,,პირველთან”.