ექიმი: ,,30 ოქტომბრამდე პრეზიდენტი ცოცხალი აღარ გვეყოლება… სისხლის ეს დაავადება გამოიწვევს იმას, რომ არც ღვიძლი იმუშავებს და არც თირკმელი”

ექიმი: ,,30 ოქტომბრამდე პრეზიდენტი ცოცხალი აღარ გვეყოლება... სისხლის ეს დაავადება გამოიწვევს იმას, რომ არც ღვიძლი იმუშავებს და არც თირკმელი"მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფიანი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

-თუ ასე გაგრძელდა, მეორე ტურამდე, 30 ოქტომბრამდე პრეზიდენტი ცოცხალი აღარ გვეყოლება. პირდაპირ ვამბობ ამას. ვერ გაძლებს, არ არსებობს. ასეთი მდგომარეობის მკურნალობა ძალიან რთულია. შიმშილობით შეიძლება ისე დაზიანდეს მისი მდგომარეობა, რომ შეიძლება მკურნალობას აღარ დაექვემდებაროს, ეს ერთი და მეორე, შეიძლება ხეიბარი დარჩეს.

მინდა, ყველას მოგახსენოთ, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა, მე უკეთესობას არ ველი, უარესი და უარესი იქნება და ეს იქნება სპირალის ეფექტი და მივიღებთ ცუდ შედეგებს. მიმძიმს ამაზე ლაპარაკი, მშობლები, სანდრა, შვილები უსმენენ, მაგრამ სიმართლე ხომ უნდა ვთქვა… სისხლის დაავადება გამოიწვევს ისეთ შედეგებს, რომ არც ღვიძლი იმუშავებს და არც თირკმელი, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს სისხლის იშვიათი დაავადება, თალასემია აქვს.

თალასემია მემკვიდრეობით ჰემოლიზურ ანემიათა ჯგუფს ეკუთვნის. ჰემოლიზური ანემიები დაავადებათა დიდი ჯგუფია, რომლებიც ერთმანეთისგან მიზეზებით, კლინიკური სურათითა და მკურნალობის თავისებურებებით განსხვავდება. ამ დაავადებებს აერთიანებს ძირითადი პათოლოგიური პროცესი — ერითროციტების გაძლიერებული ჰემოლიზი. ჰემოლიზი ერითროციტების დაშლას ნიშნავს. ნორმალური ერითროციტები 100-200 დღეს ცოცხლობენ. ჰემოლიზური ანემიის დროს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-14 დღემდე მცირდება.