ექიმი: ,,მიხეილ სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, ეს აქამდე არ მითქვამს”

ექიმი: ,,მიხეილ სააკაშვილს სისხლის იშვიათი დაავადება აქვს, ეს აქამდე არ მითქვამს"მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფიანი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

-მე აქამდე არასოდეს მითქვამს, რომ მიშას სისხლის იშვიათი დაავადება აქვს. მას აქვს თალასემია და მისთვის შიმშილი არაფრით შეიძლება. მისი მდგომარეობა საკმაოდ გაუარესდა, ორი დღის წინ სხვანაირად გამოიყურებოდა, ახლა შეცვლილია. ლაპარაკი უჭირს. ვთხოვე, თუ შეიძლება მის დაავადებაზე ლაპარაკი და დამთანხმდა. ეს დიაგნოზი მას ამერიკაში დაუდგინდა და შესაბამისი მკურნალობა დაუნიშნეს.

ვეხვეწებოდი, ჩაი დავლიოთ თითო კოვზით, მაგრამ არ დამთანხმდა. ის აღარც თაფლს იღებს და აღარც წვენებს… არ მინდოდა გამოსვლა, მაგრამ ველაპარაკე მის ექიმს, ექთანს. ეს ღამე როგორმე უნდა გადავაგოროთ. მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია. დაიკლო 14 კილო და 100 გრამი. ის 10 დღე კი არა, მეტია, რაც შიმშილობს. ის ისე გადმოვიდა საქართველოში, რამდენიმე დღე არაფერი უჭამია.