ბუბა კიკაბიძის მეუღლე გარდაიცვალა – ,,ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით”

ბუბა კიკაბიძის მეუღლე გარდაიცვალა - ,,ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით''ქართული ესტრადის ვარსკვლავს, ბუბა კი­კა­ბი­ძეს ძლიერი საყრდენი გამოეცალა. დღეს მისი მე­უღ­ლე ირი­ნა ქე­ბა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

,,წა­ვი­და ჩემი ლა­მა­ზი, თბი­ლი და ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი… დე, მიყ­ვარ­ხარ….” – დაწერა ირინა ქებაძის და მსახიობ გურამ საღარაძის ქალიშვილმა, მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ირინა ბოლო დროს ავადმყოფობდა.

ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის და ირინა ქებაძის ოჯახი 50 წელზე მეტს ითვლიდა. თავისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრას ვახტანგ კიკაბიძე კენედის სიკვდილს ,,აბრალებდა” და ,,სარკესთან” ყვებოდა:

– კენედის ბრალია! გასტროლებზე ვიყავით უნგრეთში, მე – ანსამბლ ,,დიელოდან”, ჩემი კნეინა – ოპერიდან. უცებ საშინელი ხმაური ატყდა ქუჩაში, მანქანები ამუხრუჭებდნენ, ხალხი გარბოდა. თურმე კენედი მოუკლავთ… ჩემს კნეინას შეეშინდა,ჩავიხუტე და აღარც გავუშვი.

– ჩემი კნეინაო, ამბობთ, მაგრამ მაშინ სხვის კნეინად ითვლებოდა.

– ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

– მაგრამ გიფიქრიათ, ბატონ გურამ საღარაძეს რა ტკივილი მიადგებოდა ამით?

– არა მგონია, რადგან უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.

50 წელია, ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია.