უმძიმესი ავარია სამტრედიაში – შვილს ონკოავადმყოფი დედა მიჰყავდა საავადმყოფოში

უმძიმესი ავარია სამტრედიაში - შვილს ონკოავადმყოფი დედა მიჰყავდა საავადმყოფოშისამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის დროს დაღუპული დედა-შვილი და ტაქსის მძღოლი სენაკის მკვიდრები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა, სადაც სამი პირი ზუგდიდიდან იყო, ტაქსს შეეჯახა.

შვილს, ლილი ბაღათურიას ონკოავადმყოფი დედა ტაქსით საავდმყოფოში მიჰყავდა და მათ სამტრედიაში მსუბუქი მანქანა დაეჯახათ.

თვითმხილველის ინფორმაციით, ლილი ბაღათურია და ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპნენ, ხოლო ლილის დედა საავადმყოფოში. ბაღათურიებს სენაკში ცნობილი საკონდიტრო „აპეტიტო“ აქვთ. ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო.

პრაიმტაიმი, ავტორი თეა შონია