წითელი ბულგარული წიწაკა ზეთში – მარტივი რეცეპტი

წითელი ბულგარული წიწაკა ზეთში - მარტივი რეცეპტიწითელი ბულგალური წიწაკა ზეთში

ინგრედიენტები:

წიწაკა – 3 კგ

ზეთი – 350 გრ

ძმარი – 350გრ

მარილი – 3 ს.კ

შაქარი  2ს.კ.

ნიახური -საშუალო კონა

ოხრახუში – საშუალო კონა

შავი პილპილის მარცვლები

ნიორი – 3 თავი

მომზადება:

წიწაკა გავრეცხოთ, მოვაცალოთ ყუნწი (ზოგი ტოვებს), ჩავჭრათ შუაში დანით.

ქვაბში მოვათავსოთ ზეთი, ძმარი, მარილი, შაქარი და პილპილი ერთად და წამოვადუღოთ. ჩავყაროთ წიწაკის ნაწილი და ზომიერად მოვარბილოთ 5 წუთის განმავლობაში. ქაფქირით გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და მოვაყაროთ დაჭრილი წვანილი და ნიორი, ასე მოვამხადოთ დარჩენილი წიწაკა და ფენა-ფენა ვაყაროთ მწვანილი და ნიორი. ბოლოს გავსინჯოთ მარილი, თუ აკლია, დავუმატოთ. შემდეგ ჩავაბრუნოთ ქვაბში, წამოვადუღოთ 10 წუთი. შემდეგ გადავიტანოთ მომინანქრებულ ან მინის ჭურჭელში და როცა გაცივდება, შევდგათ მაცივარში.

ვისაც მწარე გიყვართ, რამდენიმე ცალი სამწნილე წიწაკა (მწარე)თავიდანვე ჩააგდეთ ქვაბში და ბულგარულთან ერთად მოამზადეთ.