საბერძნეთში 24 წლის ლაშა ტუხაშვილი დაიღუპა – ,,დედას ერთადერთი შვილი ჰყავდა”

საბერძნეთში 24 წლის ლაშა ტუხაშვილი დაიღუპა - ,,დედას ერთადერთი შვილი ჰყავდა"საბერძნეთში მომხდარ ავარიას ქართველი ემიგრანტი, 24 წლის ლაშა ტუხაშვილი ემსხვერპლა. როგორც წერენ, ავარიაში მაშინ მოყვა, როცა შეკვეთა მიჰქონდა. ლაშა 25-დღიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა.

„გარდაიცვალა დედის ერთადერთი შვილი… როდესაც შეკვეთა მიჰქონდა, ავარიაში მოხვდა. 25 დღე კომაში მყოფი სიკვდილს ებრძოდა… კარგად აღზრდილი შვილი… უზომოდ დამწყდა გული. ვუსამძიმრებთ მის ახლობლებს მის დედას. ნათელი და სანთელი მის სულს”, – წერს შოთო სიხარულიძე.