,,პომიდვრის მურაბა, მოლოდინს რომ გადააჭარბა, ისეთი გემრიელია” – ნინო შონიას რეცეპტი

,,პომიდვრის მურაბა, მოლოდინს რომ გადააჭარბა, ისეთი გემრიელია" - ნინო შონიას რეცეპტინინო შონია ფეუსბუქმეგობრებს პომიდვრის მურაბის რეცეპტს უზიარებს:

,,პომიდვრის მურაბა,მოლოდინს რომ გადააჭარბა, ისეთი გემრიელია.

3 კგ მკვრივი ,,სლივკა” პომიდორი ჩავალაგოთ ღრმა ჭურჭელში, დავასხათ მდუღარე წყალი ისე, რომ დაიფაროს. დავტოვოთ 5 წუთი და შემდეგ გადავიტანოთ ყინულიან ცივ წყალში. გავაჩეროთ ისევ 5 წუთი, შემდეგ კანი გავაცალოთ.

მოვადუღოთ სიროფი ასე: 3 კგ შაქარი, 900 მლ წყალი, 1 ცალი დარიჩინის ჩხირი და 1 ცალი ლიმონის ცედრა. როდესაც ადუღდება, ცხელშივე ჩავაწყოთ კანგაცლილი პომიდორი. როდესაც გაგრილდება, დავდგათ ისევ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 1 საათი. შემდეგ ისევ გავაგრილოთ და განვაგრძოთ ხარშვა. ასე გავიმეოროთ მომზადებამდე. შიგადაშიგ ფრთხილად ამოვურიოთ ხის კოვზით. ცხელივე ჩავასხათ ქილებში”.