,,ნიკა გვარამიამ გვითხრა, ახლა არ დამიწყოთ ,,გასვეტება”, პუტკუნები ხართ და ასეთები უნდა იყოთო” – მეგობრები შოუდან

,,ნიკა გვარამიამ გვითხრა, ახლა არ დამიწყოთ ,,გასვეტება", პუტკუნები ხართ და ასეთები უნდა იყოთო'' - მეგობრები შოუდან,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ორი მეგობარი, ნინო ძინძიბაძე და ეკა ბერუაშვილი ახლა ,,მთავარი არხის”  კულინარიული გადაცემის ,,პუტკუნების შოუს” წამყვანები არიან. ახალგაზრდა ქალები გაიანესთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ და იქაური კერძების აღმოჩენას და პოპულარიზაციას ეწევიან.

– მეგობრები გადაცემაში ბევრს კინკლაობთ, ჩხუბობთ. რეალურ ცხოვრებაში როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

ეკა: მე და ნინო ძალიან ბევრს ვჩხუბობთ, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთმანეთი. ყველაფერი გვითქვამს, რაც კი შეიძლება ჩხუბის დროს უთხრა მეორეს, მხოლოდ თმებით არ გვითრევია ერთმანეთი.

-არ გწყინთ, საქვეყნოდ რომ პუტკუნებს გეძახიან?

ეკა: ნიკა გვარამიას მოსწონდა ეს სიტყვა და შევთანხმდით, რომ ეს ნიშნავს საყვარელ, ბუთხუზა და კეთილ ადამიანს. ყველა პუტკუნა ხომ კეთილია. პუტკუნები ჭამენ და ბედნიერები არიან!

ნინო: მშივრები რომ ვართ და განსაკუთრებით თუ გაიანეა მშიერი, ეს გადაცემასაც ეტყობა – ერთმანეთს ვჭამთ. ეკამ მეორედ გაიკეთა კუჭის ოპერაცია. გაიშლება პურმარილი, დაიყრება ყველაფერი და ეკა ამბობს ხოლმე, ჯიბეებში ჩავილაგებ და მერე შევჭამო.

– ეკა, მეორედ რატომ დაგჭირდათ კუჭის ოპერაციის გაკეთება?

ეკა: პირველად შეცდომით გამიკეთეს, კუჭს პატარა ნაწილი მოაჭრეს. თან ნაწლავიც უნდა დაემოკლებინათ, თანხა გადავიხადე ცალკე მაგისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ დაუმოკლებიათ. ამ ოპერაციის შემდეგ დავიწყე ჭამა და ჩემი კუჭი ისევ გაიზარდა. ახლა, თავი რომ  მოვიკლა, ორ ლუკმაზე მეტს ვერ ვჭამ. ხორცეული მიყვარს უზომოდ და წარმოიდგინეთ, ნახევარს ან, მაქსიმუმი, ერთ ხინკალს თუ შევჭამ. შეეგუა ამ ამბავს ჩემი ტვინი, თუმცა ფსიქიკა შემერყა.

ყველას ვეუბნები, არ გაბედონ კუჭის ოპერაციის გაკეთება, რადგან წარმოუდგენელია ის, რაც ამას თან ახლავს. იმდენად მინდოდა, მეჭამა, რომ დავღეჭავდი, გადმოვყრიდი…

ნინო: მეც მინდა 10 კილოს დაკლება მაინც. ამაზე მეტს ვერ დავიკლებ, რადგან სამსახურს ასეთები ვჭირდებით. ნიკა გვარამიამ გვითხრა, ახლა არ დამიწყოთ ,,გასვეტება”, პუტკუნები ხართ და ასეთები უნდა იყოთო.

ეკა: ნიკა გვარამია უზრუნველყოფს ჩვენს გამოკვებას. აბსოლუტურად არაფერი გვაკლია, ისე გვივლის – ჭამე, სვი, იარე, იყავი კარგ ხასიათზე, იხუმრეთ და გაერთეთო. სიტყვის მოძებნაც გვიჭირს, რომ მადლობა გადავუხადოთ.

ნინო:იმდენი გააკეთა ჩვენთვის, დედმამიშვილი რომ ვერ გაგიკეთებს. ნიკა გვარამია ჩემთვის მეგობარიც არის, ოჯახიც, უფროსიც…

ეკა: გაგვიმართა ხელი.ჩვენი ოჯახები მან გადაარჩინა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”