ნიკა გვარამია: ,,ველოდები, როდის დაიბღავლებს: ,,დოიიიი, ჭოლააა”

ნიკა გვარამია: ,,ველოდები, როდის დაიბღავლებს: ,,დოიიიი, ჭოლააა",,მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ,,რუსთავი 2″-ზე დაწყებულ იუომორისტულ შოუს, რომელსაც მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი უძღვება, პოსტით გამოეხმაურა. გადაცემა დღეს პირველად გავიდა ეთერში და პირველ სტუმრად მსახიობ გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი, მანანა ბერიკაშვილი ჰყავდათ მიწვეული, რომელიც წამყვანის სიდედრია.
,,პირველივე გადაცემაში, პირველივე სტუმარი რომ სიდედრი გყავს, ხო სისათუთეა, მარა სიდედრიცაა და სიდედრიც. ქალბატონებო და ბატონებო, სცენაზეა მანანა (ქვევრი) ბერიკაშვილი. ველოდები, როდის დაიბღავლებს ეთერიდან ,,დოიიიი, ჭოლაააა”, დაწერა ნიკა გვარამიამ.