,,შეურაცხყოფის და ბულინგის ახალი ტალღა დაიწყო ,,რ2″-ის ღამის შოუს ახალი წამყვანის მიმართ” – დიმიტრი ღვთისიაშვილი

,,შეურაცხყოფის და ბულინგის ახალი ტალღა დაიწყო ,,რ2"-ის ღამის შოუს ახალი წამყვანის მიმართ'' - დიმიტრი ღვთისიაშვილი,,რუსთავი 2″-ზე იუმორისტული შოუ ვანო ჯავახიშვილის შემდეგ ნიკა არაბიძეს მიჰყავდა, ახლა კი მას ნიკო ნანიტაშვილი წაიყვანს. ანონსი უკვე გავიდა ეთერში და სარეკლამო რგოლს დიდი კრიტიკა მოჰყვა. რეჟისორი დიმიტრი ღვთისიაშვილი ახალ წამყვანზე წერს:

,,დაუმსახურებელი შეურაცხყოფების კორიანტელისა და ბულინგის ახალი ტალღა დაიწყო ,,რუსთავი 2″-ის ღამის შოუს ახალი წამყვანის, ნიკო ნანიტაშვილის მიმართ, თანაც ისე, რომ ჯერ გადაცემა ეთერშიც არ გასულა. წარმატებას ვუსურვებ მასაც და გადაცემასაც.
ცოტა რამ წამყვანის თეატრალური კარიერის შესახებ: ნიკოლოზ ნანიტაშვილი არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წამყვანი მსახიობი, შალვა დადიანის სახელობის პრემიის ლაურეატი, რევაზ თავართქილაძის სახელობის ჯილდოს მფლობელი, 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი, 2019 წელს სკოპიეს (ხორვატია) თეატრალურ ფესტივალზე მამაკაცის როლის გრან პრის მფლობელი.

ტოკიოს, ედინბურგის, ბელგრადის, სალონიკის, ბრესტის, კიევის, გიულას, ბუტრინტის, მინსკის, კიშინიოვის ფესტივალების მონაწილე. თეატრალური საქმიანობის 10 წლის განმავლობაში მოზარდ მაყურებელთა თეატრის გარდა, მონაწილეობდა მარჯანიშვილის, მუსიკისა და დრამის, ილიაუნის თეატრების სპექტაკლებში. სულ შესრულებული აქვს 30-ზე მეტი როლი.

ამჟამად მთავარ როლებს ასრულებს თეატრის რეპერტუარის შემდეგ სპექტაკლებში: “აურზაური არაფრის გამო”, “ბაში-აჩუკი”, ,,სარა ბარა ბზია ბზბოიტ ანუ მეშენ მიყვარხარ”, “ალადინი”, “ბილოქსი ბლუზი”, “იავნანამ რა ჰქმნა”, “მგზავრის წერილები”, “რწყილი და ჭიანჭველა”, “უბედურება”… მონაწილეობს მუსიკისა და დრამის თეატრის სპექტაკლში “შეყრა”…