მედოკი – რეცეპტი

მედოკი - რეცეპტიინგრედიენტები:
4 კვერცხი

200 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქი

300 გრ შაქარი

3ს/კ თაფლი

ვანილი

მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხი, შევურიოთ შაქარი, კარაქი, თაფლი, ვანილი, დავდგათ  ორთქლზე და ვურიოთ შეუჩერებლად. მასა კარგად რომ გაიხსნება, დავუმატოთ 1ჩ/კ სოდა გახსნილი ძმარში ან ლიმონის წვენში. .ვურევთ დაახლოებით 30 წუთი. მასა კარგად რომ გამყარდება და გასქელდება, მზადაა.
ცხელსვე შევურიოთ ფქვილი. მე 250გრ შევურიე ცხელ მასას, 2 ჭიქა კი მაგიდაზე დავყარე, დავასხი ცომი და მაგიდაზევე მოვზილე
გამოდის ძალიან ფაფუკი ცომი. ამის შემდეგ ცომი დავასვენე მაგიდაზევე 30 წთ.
შემდეგ გავყოთ ცომი 4-5 ნაწილად, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. ცხვება ძალიან მალე, დაახლოებით 5 წთ-ში
კრემი
300 გრ ოთახის ტემპერატურის კარაქის დავუმატოთ 2 ქილა მოხარშული შედედებული რძე, შემდეგ ვანილი და ფენებს წავუსვათ.
თეო ბოლოთაშვილის რეცეპტი