ჯუდ ლოუ: ,,ამ საშინელი ვირუსის შესახებ 2011 წელს გამაფრთხილეს”
ჰოლივუდის ვარსკვლავის სენსაციური განცხადება

ჯუდ ლოუ: ,,ამ საშინელი ვირუსის შესახებ 2011 წელს გამაფრთხილეს",,სარკე”, თათია ბოჭორიძე

,,ზედმეტად სიმპათიური და ნიჭიერი” – ასე ახასიათებენ ჰოლივუდში ცნობილ ბრიტანელ მსახიობსა და რეჟისორს ჯუდ ლოუს. ფართო მასებისთვის ლოუ ცნობილი გახდა “ოსკარსა” და “ოქროს გლობუსზე” ნომინირებული მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმიდან “ნიჭიერი მისტერ რიპლი”. მდიდარი, ქარიზმატული ფლეიბოის საუკეთესო განსახიერებისთვის პრესტიჟული “ბაფტაც” დაიმსახურა.

ბოლო დროს ჯუდ ლოუ ინტერვიუებს იშვიათად იძლევა. ამჯობინებს, საზოგადოებას სცენიდან თავისი შემოქმედებით ესაუბროს, პირად ცხოვრებას კი საჯარო თვალის მიღმა ტოვებს.  ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ მსახიობმა ჟურნალ ,,ჯიქუს” მისცა და სენსაციური განცხადება გააკეთა:

,,ამ საშინელი ვირუსის შესახებ მეცნიერებმა გაგვიმხილეს, რომლებიც კონსულტანტებად მუშაობდნენ ჩვენს ფილმზე. ისინი აბსოლუტურად დარწმუნებული იყვნენ, რომ სამყაროს კოშმარი ელოდა. მათთვის კითხვა მდგომარეობდა არა იმაში, მოხდებოდა თუ არა, არამედ როდის – ხვალ თუ 5 წლის შემდეგ. ისინი მეცნიერული ფაქტებით გვიმტკიცებდნენ, რომ ეს გარდაუვალი იყო”.

როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, მაშინვე რატომ არ გააჟღერეთ, თუ ასეთ ინფორმაციას ფლობდით, თქვენ ხომ ცნობილი პიროვნება ხართ და მოგისმენდნენო, მსახიობმა უპასუხა:

,,გადაღებებზე საკმაოდ შეშფოთებული ვიყავი, მაგრამ მერე, დროთა განმავლობაში, ეს შიში გაქრა. წლები გადიოდა, არაფერი ხდებოდა და მეც ნაკლებად მჯეროდა ამის. ბოლოს ყველაფერი დამავიწყდა კიდეც. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ… როცა პირველი ინფორმაცია მოვისმინე ჩინეთიდან, აი, მაშინ კი მეცნიერების მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ამომიტივტივდა თავში და მართლა ძალიან შემეშინდა”.

შემდეგ მსახიობმა კორესპონდენტს სთხოვა, თემა შეეცვალათ და რაიმე სასიამოვნოზე ესაუბრათ. შეკითხვამაც არ დააყოვნა და ლოუს კვლავ გარეგნობაზე ჩამოუგდეს საუბარი.

– 40 წლის შემდეგ გაცილებით გიიოლდება საკუთარ თავთან ურთიერთობა, გმირების თამაშიც გაცილებით საინტერესოა, რთული ხასიათებია, უფრო მნიშვნელოვანი. წლებთან ერთად თავს უფრო მსუბუქად ვგრძნობ, – უპასუხა ჯუდ ლოუმ.