იდუმალებით მოცული საქმე, რომელიც დღემდე ვერ ამოხსნეს

იდუმალებით მოცული საქმე, რომელიც დღემდე ვერ ამოხსნესამბავი, რომელიც 8 წლის წინ მოხდა, დღემდე დიდ თავსატეხს უჩენს როგორც კრიმინალისტებს, ასევე სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ელიზას საქმემ იდუმალებით მოცული ამბების სიაში გადაინაცვლა, რადგან დღემდე არ იციან, რა მოხდა.

ელიზა 2013 წლის 26 იანვარს ლოს ანჯელესის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. სასტუმროს ბინადრებმა შენიშნეს, რომ გოგონა უცნაურად იქცეოდა: შემორჩენილია ლიფტში არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, თუ როგორ ელაპარაკება ელიზა უხილავ არსებას, როგორ ეთამაშება და უცინის მას.

რამდენიმე დღის შემდეგ გოგონა დაიკარგა. ამ ამბიდან მალე სასტუმროს მობინადრეებმა იჩივლეს მენეჯერთან, რომ ონკანებიდან მღვრიე და სუნიანი წყალი მოდიოდა. სანტექნიკოსებმა შეამოწმეს სასტუმროს სახურავზე მდგარი წყლის ავზი და იქ ელიზას გვამი აღმოაჩინეს. საგულისხმოა, რომ ავზის თავი საგულდაგულდ იყო დაკეტილი და მის გახსნას დიდი ძალისხმევა ესაჭიროებოდა. დღემდე არავინ იცის, რა გადახდა თავს გოგონას.