ეკა ჯანელიძე: ,,ხატი მევედრებოდა: ,,სულ სველი ვარ, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში” – რა სასწაული ხდება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახში

ეკა ჯანელიძე: ,,ხატი მევედრებოდა: ,,სულ სველი ვარ, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში” - რა სასწაული ხდება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახში,,სარკე”, ნანა კობახიძე

თბილისში, ჯანელიძეების ოჯახში, მე-19 საუკუნეში დაწერილი ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ინახება. ამ საშუალო ზომის მოვერცხლილ ხატს ეკა ჯანელიძემ 4 წლის წინ, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიაკვლია. პეტრეპავლობის ღამეს გამოცხადების მსგავსი, უჩვეულო სიზმარი ნახა. მეორე დღეს კი მოვლენები საოცარი თანმიმდევრობით განვითარდა და სასწაული მოხდა – ეკა სწორედ იმ ხატთან მოხვდა, რომელიც ესიზმრა.

საქართველოში ჩამობრძანების შემდეგ ღვთისმშობლის ხატი გაბრწყინდა – დროდადრო ფერებს იცვლის. სასწაულმოქმედი ხატი ჯანელიძეების ოჯახის მთავარ სიწმინდედ და ფასეულობად ითვლება.

ეკა იურისტ მინდია ჯანელიძის (საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი) მეუღლეა. ჰყავთ სამი შვილი – თემური, მარიამი და მათე. ეკა პროფესიით ექიმია. ქალბატონი ეკა ,,სარკეს” უამბობს:

– 2014 წლის ივნისში ჩემს დედამთილს, რუსუდან ყანჩაველს, დაუსვეს დიაგნოზი – ხოჯკინის ლიმფომა, ლიმფური კვანძების ავთვისებიანი სიმსივნე. პირველადი გამოკვლევის შედეგები გადაიგზავნა ავსტრიაში მოღვაწე ქართველ პროფესორ სოსო ნანობაშვილთან. დიაგნოზი დაადასტურეს. ვენაში გავემგზავრეთ ბიოფსიის ლაპარასკოპიის გასაკეთებლად.

პეტრეპავლობის ღამეს მესიზმრა: ხელში მეჭირა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მევედრებოდა – “სულ სველი ვარ, ეკა, არ გეცოდები? წამიყვანე შენთან, სახლში”. რომ გავიღვიძე,ცხადად მახსოვდა ხატის სახე, მოჭედილობა, სიტყვები…

დილით ჩვეულებრივად გავედით სასეირნოდ. ჯერ სანაყინეში ვიყავით. ერთგან ყურადღება მივაქციე ბროშს – 5 ევრო ღირდა. გადავწყვიტე, მეყიდა, ჩანთაში ხელი ჩავყავი და საფულე აღარ მედო. არადა საფულეში მქონდა 500 ევრო და მთელი ჩემი საბუთები.

დავბრუნდით სანაყინეში. გამყიდველმა მომცა მისამართი დისტრიბუტორ ნიკოლასი, ვისთანაც შეიძლებოდა მომეკითხა… ნიკოლასთან წაგვყვა ჩვენი ახლობელი, მინდიას მეგობარი, ავსტრიაში მცხოვრები სოსო… ნიკოლამ გამომიტანა საფულე, სადაც ხელუხლებლად იდო ჩემი საბუთები და 500 ევრო. ისევ ავიჩემე ბროშის ყიდვა.

იმ ქუჩაზე დავბრუნდით,ცოტაც გავიარე და უცებ ვხედავ – სოსოს რაღაც უჭირავს ხელში და მეტანიებს აკეთებს. ახლოს მივედი და  ზუსტად ის ხატი იყო, მე რომ მესიზმრა. იცით, რა ღირდა? რაც დავკარგე და რაც მაპოვნინა – 500 ევრო!..

საქართველოში რომ ჩამოვაბრძანე, ხატი გაბრწყინდა – დღემდე ფერებს იცვლის.

ხატს ჩარჩოში ჩავატანე ვარდი. 4 წლის განმავლობაში ვარდი აბსოლუტურად ისეთივე დარჩა, როგორიც თავიდან იყო, არ დაჭკნა, მუმიფიცირება განიცადა.

თუ რამე განსაცდელი გვაქვს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს, ხატი დაიბურება, ნიშანს გვაძლევს…

–დედამთილის ბიოფსიამ რა შედეგები აჩვენა?

–ხოჯკინის ლიმფომა არ დადგინდა,ექიმმა სოსო ნანობაშვილმა აღნიშნა – შოკირებული ვარ, მსგავსი რამ პრაქტიკაში არ მქონიაო. მადლობა უფალს ყველაფრისთვის!

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”, 2018 წელი