ჩიხირთმა პიტნით და ტარხუნით – დაგჭირდებათ ნახევარი ქათამი

ჩიხირთმა პიტნით და ტარხუნით - დაგჭირდებათ ნახევარი ქათამიინგრედიენტები:
ქათამი ნახევარი
კარაქი 80 გრ.
ხახვი 1 ცალი
კვერცხი 3-4 ცალი
ძმარი 80 გრ.
მარილი
ქინძი
ტარხუნა
პიტნა
მომზადების წესი:
ქათამი დაჭერით. მოათავსეთ ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ დაფაროს.
მოხარშეთ. მოხარშული ქათმის ხორცი ამოიღეთ თეფშზე. წვენი შეინახეთ ჯამში.
იგივე ქვაბში მოათავსეთ კარაქი. დაუმატეთ ხახვი. მოთუშეთ გაოქროსფერებამდე. დააბრუნეთ ხორციც და წვენიც ქვაბში.
აადუღეთ.კვერცხი ათქვიფეთ ჯამში. ადუღებულ წვენი ცოტა ამოიღეთ და ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხს, რომ ტემპერატურა გათანაბრდეს და კვერცხი არ აიჭრას. შერეული მასა მოათავსეთ ისევ ქვაბში. დაუმატეთ მწვანილეულობა და მარილი. ძმარი შეგიძლიათ დაუმატოთ თეფშზე ან ქვაბში.
იფ.ჯი